Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის კანცელარიაში პირველი კონსულტაცია გაიმართა


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის და მოქმედი მთავრობის წარმომადგენელთა პირველი კონსულტაცია გაიმართა დღეს მთავრობის კანცელარიაში. დახურულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და პავლე კუბლაშვილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაიწყო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციისთვის მთავრობის გადაცემის პროცესი. მისივე თქმით, კონსულტაცია გაგრძელდება ორშაბათს და დაიწყება კონკრეტული მუშაობა, რათა სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებაში გადაბარების პროცესი სწრაფი და უმტკივნეულო იყოს. ”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ ახალი პრემიერის მიერ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო, რაზეც პრინციპული შეთანხმება შედგა
XS
SM
MD
LG