Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" მთავრობის ახალ შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნება" მთავრობის ახალ შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს. კოალიციის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში გუნდის წევრებს გააცნობს მინისტრთა კაბინეტის პროექტს, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ შეიცვლოს, რადგან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ის არ იღებს. "ყველა მინისტრი შეიცვლება, ბევრი მოადგილე შესაძლოა დარჩეს და უფრო ქვედა დონეზე წასვლას არ ვაპირებთ, თუ არ არის სპეციალური შემთხვევა” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხებათ საჯარო მოხელეებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამსახურს ყველა შეინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG