Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო-მ დაასრულა ხმების დათვლა


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. წინასწარი შედეგებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს ხმების 54,85%-ით, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო 40,43%. ცესკოს-ს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. ხმების დათვლა დასრულებულია მაჟორიტარული ოლქების შემთხვევაშიც: 39 ოლქში ლიდერობს "ქართული ოცნების", ხოლო 33-ში - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი.
XS
SM
MD
LG