Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი იმედოვნებს, რომ წელსვე გავა მოსავალი რუსეთის ბაზარზე


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზსნემენებთან შეხვედრაზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოდან წელსვე მოხერხდება მოსავლის გატანა რუსეთის ბაზარზე. „მე მგონი, რომ რუსეთსაც არ აწყობს დღევანდელი, ასეთი ურთიერთობები. დავიწყებთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მცდელობას იმისას, რომ დავიწყოთ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ! ალბათ, მოვასწრებთ. თუ ყველაფერი განვითარდა იდეალურად, შესაძლებელია, წლევანდელი მოსავლის გატანაც, რაც შეეხება ციტრუსებს, ესეც მოვახერხოთ“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG