Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქი ჰომსი ინტენსიურად დაიბომბა


სირიიდან იუწყებიან, რომ საბრძოლო თვითმფრინავებით და არტილერიით განხორციელდა იერიში ჰომსზე და რომ საქმე ეხება ამ, ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქის წინააღმდეგ ბოლო თვეების ყველაზე ინტენსიურ იერიშს. ჰომსი თავიდანვე იყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 18 თვის წინ დაწყებული ამბოხების ერთ-ერთი ეპიცენტრი. გაეროს მონაცემებით, 2011 წლის მარტში ძალადობის დაწყების შემდეგ სირიაში დაღუპულია, სულ ცოტა, 20 000 ადამიანი. აქტივისტები კი აცხადებენ, რომ დაღუპულების რიცხვი 30 000-ს აღწევს. პარასკევს მეამბოხეებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დამასკთან კონტროლი დაამყარეს სამხედრო ბაზაზე.
XS
SM
MD
LG