Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა სირიას კვლავ გაუხსნა საპასუხო ცეცხლი


თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით, ამ ქვეყნის სამხედროებმა სირიას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც სირიის მხრიდან ნასროლი ნაღმები კვლავ დაეცა თურქეთის ტერიტორიაზე. ინციდენტი თურქეთის სამხრეთში მდებარე ჰატაის პროვინციაში პარასკევს მოხდა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის. სროლამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სირიას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ გამოცდის თურქეთის შესაძლებლობას აგრესიის შეკავების საქმეში. ერდოანის თქმით, ეს „ფატალური შეცდომა“ იქნებოდა. ოთხშაბათს სირიის მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა თურქეთის სასაზღვრო ქალაქში ხუთი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. თავდასხმის პასუხად თურქეთს ორი დღის განმავლობაში მიჰქონდა იერიში სამიზნეებზე სირიაში. ხუთშაბათს თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG