Accessibility links

logo-print

ბრიტანეთმა აშშ-ს გადასცა რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირი


ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებს გადასცა რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირი, აბუ ჰამზა ალ-მასრი, რომელსაც ტერორიზმის ბრალდებას უყენებენ. პოლიციამ აბუ ჰამზა ცენტრალურ ინგლისში მდებარე საპატიმროდან წაიყვანა შეერთებული შტატების საჰაერო ბაზაზე, სადაც მოხდა მისი ექსტრადიცია და საიდანაც ის თვითმფრინავით წაიყვანეს შეერთებულ შტატებში. მასთან ერთად, ამერიკელ ოფიციალურ პირებს გადასცეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი მამაკაცი. პარასკევს ლონდონის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში გასასამართლებლად ხუთი ეჭვმიტანილის ექსტრადიციის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა აბუ ჰამზასა და დანარჩენი ეჭვმიტანილების რამდენიმეწლიანი სამართლებრივი ბრძოლა შეერთებულ შტატებში გასამართლების თავიდან ასაცილებლად. აბუ ჰამზას რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, მათ შორის არის ბრალდება ალ-ყაიდის მხარდაჭერის შესახებ.
XS
SM
MD
LG