Accessibility links

რომის პაპის ყოფილ კამერდინერს 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ვატიკანში სასამართლომ დამნაშავედ სცნო რომის პაპის ყოფილი კამერდინერი, პაოლო გაბრიელე და მას წლით და ექვსი თვის პატიმრობა მიუსაჯა პაპისაგან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვისა და პრესისთვის მისი გადაცემისთვის. განაჩენის გამოცხადებამდე, პაოლო გაბრიელემ ემოციური სიტყვით მიმართა სასამართლოს - მან განაცხადა, რომ არ არის ქურდი და რომ მოქმედებდა ეკლესიის და ბენედიქტე მე-16-ის მიმართ სიყვარულით. მის მიერ მედიისთვის გადაცემულ დოკუმენტებს შორის იყო პაპისადმი წერილები, რომლებიც მოიცავდა ვატიკანის ბიზნესსაქმიანობაში კორუფციის ბრალდებებს. პაოლო გაბრიელე, მისთვის პატიმრობის მისჯის მიუხედავად, შესაძლოა, გაათავისუფლონ, პაპის მიერ მისი შეწყალების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG