Accessibility links

logo-print

პაკისტანში შეტაკების შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი


პაკისტანში შეტაკების შედეგად დაიღუპნენ ექვსი ექსტრემისტი და თალიბანთან მებრძოლი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფის ხუთი წევრი. შეტაკება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რაიონში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად. ისლამისტი მეამბოხეები ხშირად ესხმიან თავს უშიშროების ძალებს და მთავრობის მომხრეებს ხიბერში, რომელზეც გადის ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებელი მნიშვნელოვანი მარშრუტი.
XS
SM
MD
LG