Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში იმართება აქცია უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების დასაგმობად


პაკისტანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმრან ხანი უძღვება საპროტესტო აქციას, რომელზეც გმობენ შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს. საპროტესტო სვლის მონაწილეები მიემართებიან სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონისაკენ, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად, სადაც ეწყობა ხოლმე უპილოტო თვითმფრინავების რეიდები. იმრან ხანი ადრე კრიკეტის ვარსკვლავი იყო და პაკისტანელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს შეშფოთებას, რომ საპროტესტო სვლაში ომის მოწინააღმდეგე ამერიკელი აქტივისტების მონაწილეების გამო რეალურია თალიბების თავდასხმის საფრთხე. „გახსოვდეთ, რომ აქ არიან მშვიდობის დამცველი აქტივისტები, რომლებმაც ათასობით კილომეტრი გამოიარეს აქ ჩამოსასვლელად. გვყავს სტუმრები. სულაც არ გვინდა მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. თალიბანს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ თავდასხმას აპირებს. მარტო ის აქვთ ნათქვამი, რომ ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. უსაფრთხოებაზე ყოველთვის ვაზირისტანელი ხალხი ზრუნავდა“, განაცხადა იმრან ხანმა, რომელიც წინ მიუძღვის პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო სვლას.
XS
SM
MD
LG