Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ცეცხლი გახსნა სირიის მორიგი სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ


დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ჩავარდა სირიიდან გასროლილი ჭურვი, რის საპასუხოდაც თურქეთმა ისევ გახსნა საპასუხო საარტილერიო ცეცხლი. საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ჭურვი ჩავარდა სოფელ გუვეჩისთან მაშინ, როცა საზღვრის მეორე მხარეს, სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარეობდა შეტაკება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. თურქეთში არავინ დაშავებულა. „საარტილერიო ჭურვები ვარდება თურქეთის საზღვრიდან 20-ოდე მეტრში. იქ (სირიელები) ესვრიან ავტომანქანებსაც, რომლებითაც დაჭრილებიც მოჰყავთ“, - ამბობს სირიის მოსაზღვრე თურქული სოფლის, გუვეჩის ერთ-ერთი მკვიდრი. საინფორმაცია სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, გუვეჩისთან ჭურვის აფეთქების შემდეგ თურქმა ჯარისკაცებმა დაუყოვნებლივ გახსნეს საპასუხო ცეცხლი.
XS
SM
MD
LG