Accessibility links

logo-print

ბრიტანეთიდან აშშ-ში ჩაიყვანეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირი აბუ ჰამზა შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, ტერორიზმში ბრალდებით გასასამართლებლად. ბრიტანეთში სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება მისი და ტერორიზმში ბრალდებული კიდევ ოთხი პირის ექსტრადიციის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ უარყო ბრალდებულების საჩივარი და ბოლო მოეღო რამდენიმეწლიან სამართლებრივ ბრძოლას, რომლითაც აბუ ჰამზა და დანარჩენი ბრალდებულები ცდილობდნენ შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თავიდან აცილებას. აბუ ჰამზას რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, მათ შორის არის ალ-ყაიდის მხარდაჭერის ბრალდება.
XS
SM
MD
LG