Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი სავარაუდოდ შეიწყალებს ყოფილ კამერდინერს


ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი, ბენედიქტე XVI, სავარაუდოდ, შეიწყალებს ყოფილ კამერდინერს, პაოლო გაბრიელეს, რომელსაც დღეს წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს პაპის დოკუმენტების მოპარვისა და მათი მედიისთვის გადაცემაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. ვატიკანის პრესმდივნის, მამა ფედერიკო ლომბარდის განცხადებით, შეწყალება "ძალიან კონკრეტული და სავარაუდო შესაძლებლობაა". მან დასძინა, რომ პაოლო გაბრიელე, რომელსაც დღეს მიუსაჯა პატიმრობა სასამართლომ ვატიკანში, ჯერ არ წაუყვანიათ ციხეში და ის შინა პატიმრობაში ჩრება. განაჩენის გამოცხადებამდე, პაოლო გაბრიელემ ემოციური სიტყვით მიმართა სასამართლოს. მან განაცხადა, რომ არ არის ქურდი და რომ მოქმედებდა ეკლესიისა და პაპის მიმართ სიყვარულით. მის მიერ მედიისთვის გადაცემულ დოკუმენტებს შორის იყო პაპისადმი წერილები, რომლებიც მოიცავდა ვატიკანის ბიზნესსაქმიანობაში კორუფციის ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG