Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ


საქართველოს დედაქალაქში ზეიმობენ ტრადიციულ დღესასწაულს, თბილისობას. ძირითად სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის ძველ უბნებში იმართება. ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ახალი პოლიტიკური რეალობა არ იმოქმედებს დედაქალაქის მერიის გეგმებზე. "მერია მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა, ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებსაც ვახორციელებდით. ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ბუნებრივი", - განაცხადა თბილისის მერმა.
XS
SM
MD
LG