Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს


ცნობების თანახმად, თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს, რომელიც ჩვენი რადიოს ბლოგერებს მიეკუთვნება. მას თავს დაესხა უცნობი პირი და, როგორც იუწყებიან, სასტიკად სცემა. როგორც იუწყებიან, ზაზა ბურჭულაძე ტვინის შერყევით არის მოთავსებული საავადმყოფოში. ბურჭულაძის ვარაუდით, თავდასხმის მიზეზი იყო მისი რეაქცია გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სიაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გლდანის საპატიმროს თანამშრომლების ვინაობაზე და მისამართებზე. ბოლოხანს ბურჭულაძე მონაწილეობდა ტელეპროგრამაში, რომელშიც საზოგადოების რამდენიმე სხვა წარმომადგენელთან ერთად დაგმო სიის გამოქვეყნების ფაქტი.
XS
SM
MD
LG