Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აღნიშნავენ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მეექვსე წლისთავს


მოსკოვში დღეს იმართება უფლებადამცველების დემონსტრაცია ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მეექვსე წლისთავის აღსანიშნავად. აქცია სანქცირებულია მოსკოვის მერიის მიერ. პოლიტკოვსკაია იყო გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი და თავის პუბლიკაციებში კრიტიკულად აფასებდა კრემლის პოლიტიკას. 2006 წლის 7 ოქტომბერს ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სახლში, რომელშიც ის ცხოვრობდა. მისი მკვლელობის დღე ემთხვევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს - პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ჟურნალისტის მუშაობა „უმნიშვნელო“ იყო რუსეთისათვის. მკვლელობა ექვსი წლის შემდეგაც გაუხსნელი რჩება, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG