Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი


შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთში მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ამერიკელი ჯარისკაცი. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა შაბათს მოეწყო აღმოსავლეთ ავღანეთში. სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ. შედეგად, სულ ცოტა, 257-მდე გაიზარდა ავღანეთში წელს მოკლული ამერიკელი სამხედროების რიცხვი. სულ შეერთებულმა შტატებმა 2000-ზე მეტი ჯარისკაი დაკარგა 2001 წლის შემოდგომაზე ავღანეთში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG