Accessibility links

logo-print

თბილისში განახლდა კონსულტაციები მთავრობის ფორმირების შესახებ


კვირას თბილისში განახლდა კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმოადგენლები კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი ადასტურებენ, რომ ორშაბათს, 8 ოქტომბერს დასახელდება მთავრობის შემადგენლობა. ჯერ-ჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს.
XS
SM
MD
LG