Accessibility links

logo-print

ვენესუელის პრეზიდენტი მეოთხე ვადით ცდილობს არჩევნების გამარჯვებას


ვენესუელაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მეოთხე ვადით ცდილობს გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი უგო ჩავესი. ჩავესის მეტოქეა მირანდის შტატის ყოფილი გუბერნნატორი, 40 წლის ენრიკე კაპრილესი. ვენესუელაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ჩავესი ლიდერობს, თუმცა კაპრილესის მომხრეები არ გამორიცხავენ მათი კანდიდატის მოულოდნელ გამარჯვებას. ჩავესი, რომელიც რუსეთის, ბელორუსიის და ირანის ლიდერების მოკავშირეა, 1999 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG