Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ცნობას გლდანის ციხეში პატიმრების ცემის შესახებ


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უარყოფს ცნობას გლდანის ციხეში ოთხი პატიმრის ცემის შესახებ. მინისტრის თანაშემწე გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გლდანის საჯელაღსრულების დაწესებულებაში სიმშვიდეა: მშვენიერაძე ამბობს, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა ოთხ პატიმარს, რომელთა ცემის შესახებ ინფორმაციაც კვირას გავრცელდა. მშვენიერაძე ამბობს, რომ ისინი ნაცემები არ იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ მოთხოვნები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG