Accessibility links

logo-print

რუსეთსა და უცხოეთში პატივს მიაგებენ პოლიტკოვსკაიას ხსოვნას


რუსეთსა და უცხოეთში პატივს მიაგებენ მოსკოვში ექვსი წლის წინ, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას. მისი მკვლელობა დღემდე არ არის გახსნილი. მოსკოვში ჩატარდა სანქცირებული მიტინგი 100-მდე ადამიანის მონაწილეობით. მათ შორის იყო გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი ლეონიდ ნიკიტინსკი: „ვფიქრობ, რაც დრო გადის, სულ უფრო სიმბოლური ხდება, რომ ეს ამბავი პუტინის დაბადების დღეს მოხდა. ალბათ, დროთა განმავლობაში პოლიტკოვსკაიას მკვლელობის თარიღს უფრო ფართოდ აღნიშნავენ, ვიდრე პუტინის დაბადების დღეს“, უთხრა ნიკიტინსკიმ მოსკოვში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს. მკვლელობის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტკოვსკაიას ხსოვნას პატივი მიაგეს დასავლეთის ქვეყნებშიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანას.
XS
SM
MD
LG