Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიას შორის კვირასაც გამეორდა ურთიერთსროლა


თურქეთმა კვირას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სირიას სულ რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში მარცვლეულის საცავთან ჩავარდა საზღვრის სირიული მხრიდან გასროლილი ჭურვი. ზედიზედ მეხუთე დღეა, იუწყებიან ორ მეზობელს შორის ურთიერთსროლის შესახებ. პირველი ასეთი ინციდენტი მოხდა ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, როცა სირიიდან გასროლილმა ჭურვმა შეიწირა ხუთი თურქი სამოქალაქო პირი. სირიელი აქტივისტების ცნობით, თურქეთიდან გასროლილი ჭურვები ჩავარდა ქალაქ ტელ აბიადთან. თურქეთს დამატებითი შენაერთები ჰყავს განთავსებული სირიასთან საზღვრის გასწვრივ.
XS
SM
MD
LG