Accessibility links

logo-print

მალდივის კუნძულების ყოფილი პრეზიდენტი კვლავ დააკავეს


მალდივის კუნძულების ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი დღეს პოლიციამ დააკავა სასამართლოს წინაშე წარდგომაზე უარის თქმის გამო. მას ძალაუფლების გადამეტებაში ედება ბრალი. გასულ თებერვალს - ნაშიდი, რომელიც პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო, ჩამოაგდეს მალდივის პოლიციის მიერ მოწყობილი ბუნტის შედეგად მას შემდეგ, რაც მან გასცა ბრძანება კორუფციის ბრალდებით ერთ-ერთი მოსამართლის დაკავების შესახებ. მოჰამედ რაშიდი ვეტერანი პოლიტიკოსია. ის ჯერ კიდევ 1991 წელს ”ემნისტი ინტერნეიშენალმა” აღიარა სინდისის პატიმრად. თავად რაშიდი თვლის, რომ მისი მოადგილის მოჰამედ ვაშიდის მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ვაშიდი ახლა სახელმწიფოს მეთაურია.
XS
SM
MD
LG