Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიასა და თურქეთს შორის ორმხრივი სროლა მეექვსე დღეა, გრძელდება


თურქეთის არტილერიამ სირიის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც სირიის საზღვრიდან ნასროლი ჭურვი თურქულ ქალაქ აქჩაკალეში აფეთქდა. ორმხრივი სროლა 3 ოქტომბერს დაიწყო, როცა სირიის მხრიდან გასროლილმა ჭურვმა ხუთი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ორშაბათს სირიის პრეზიდენტმა, აბდულა გიულმა განაცხადა, რომ სირიაში მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება და მოუწოდა საერთშორისო თანამეგობრობას, იმოქმედოს. გუილმა ჟურნალისტებს უთხრა ანკარაში, რომ თურქეთის ყველაფერს გააკეთებს საკუთარი საზღვრების დასაცავად. გიულის განცხადება მოჰყვა თურქეთის არმიის საპასუხო სროლას სირიის მიმართულებით. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, კვირას დედაქალაქ დამასკოში, პოლიციის შენობასთან, ერთი ადამიანი მანქანაში ნაღმზე აფეთქდა.
XS
SM
MD
LG