Accessibility links

logo-print

კერძო სატვირთო ხომალდი კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნა


კერძო კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მეორე უპილოტო სატვირთო ხომალდი გააგზავნა. მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა კვირა საღამოს კოსმოსურ ცენტრ „კეიპ კანავერალიდან“, ფლორიდიდან გაუშვეს. ვარაუდობენ, რომ ხომალდი, რომელსაც, სხვა ტვირთთან ერთად, 450 კილოგრამი საკვები გადააქვს, კოსმოსურ სადგურამდე ოთხშაბათს მიაღწევს. ხომალდი კალიფორნიაში მდებარე კომპანია „კოსმოსურ კვლევათა ტექნოლოგიებს“ (Space X) ეკუთვნის. კომპანიამ მაისში კოსმოსურ სადგურზე წარმატებით გაგზავნა რაკეტა და ამით ორბიტულ ლაბორატორიაში პირველი კერძო ხომალდის დაშვება დააფიქსირა. Space X-ს ამერიკულ კოსმოსურ სააგენტო „ნასასთან“ 1.6 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, კოსმოსური სადგურის მომარაგება უნდა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG