Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ახალ მთავრობას ხვდება საკმარისი ფინანსური რესურსები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდა. მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო ხანს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხაზინა ცარიელია და არც რეზერვი არსებობს, ამიტომ გადაწყვიტა საზოგადოებას ფინანსთა მინისტრთან ერთად განუმარტოს არსებული ვითარება. ხეთაგურმა პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობა სექტემბრის მონაცემებით შეადგენს 2 მილიარდ ლარზე მეტს, ეროვნულ ბანკში განთავსებული ოფიციალური სარეზერვო აქტივები კი თითქმის 3 მილიარდი დოლარია. თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე ოპოზიციიდან დაიცავს არჩევნების წინ ხალხისთვის მიცემულ, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის შემცირების პირობას და სოციალურ ვალდებულებებს. ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ახალ მთავრობას წარმატება წინასწარ უსურვა, რათა მისივე თქმით, ნაწილობრივ მაინც შეასრულონ არჩევნებამდე აღებული ვალდებულებები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საამისოდ ახალ მთავრობას ხვდება როგორც საკმარისი ფინანსური რესურსები, ასევე სახელმწიფო აპარატი.
XS
SM
MD
LG