Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება


საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ”ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები”, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ახალი, რასაც "ქართული ოცნება" შეიტანს საგარეო-პოლიტიკურ კურსში, არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ამის საშუალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
XS
SM
MD
LG