Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია პოლიტიკისგან გათავისუფლდება


პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკისგან გათავისუფლდება, დანაშაულთან მიმართებაში კი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შენარჩუნდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა შს-თა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ვერანაირი კრიმინალი საქართველოში ფეხს ვეღარ მოიკიდებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ყველა კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურს შეინარჩუნებს, მედიასთან ურთიერთობა კი მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება.
XS
SM
MD
LG