Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ახალ მთავრობაში გამორიცხული იქნება ნებისმიერი სახის კორუფცია


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა მინისტრობის 20-დან 13 კანდიდატი. თავდაცვის მინისტრობის და ვიცე-პრემიერობის კანდიდატია ირაკლი ალასანია, შს-თა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრობის - თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრობის მაია ფანჯიკიძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის - სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის - დავით კირვალიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის ამირან გამყრელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის და ვიცე-პრემიერობის კანდიდატია კახა კალაძე, კულტურის და ძეგლთა დაცვის - გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის - ლევან ყიფიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თაბამდებობაზე დასახელებულია კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაატა ზაქარეიშვილი. კოალიციის ლიდერს დღეს არ დაუსახელებია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატები და საერთოდ არ უხსენებია დასაქმების სამინისტრო, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, გაუქმდეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელიც მუშაობას დაიწყებს პარლამენტისგან ნდობის მოპოვების შემდეგ, გამორიცხული იქნება ნებისმიერი სახის კორუფცია, ბიზნესთან გარიგება და მექრთამეობა.
XS
SM
MD
LG