Accessibility links

რუსეთი: პუტინი პუსი რაიოტს გმობს დაბადების დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში


ფილმში, რომელიც ეთერში კვირას (7 ოქტომბერს) გავიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მესამოცე დაბადების დღეს, პუტინი ამბობს, რომ პანკ ჯგუფის პუსი რაიოტის სამი წევრი, იმსახურებს მისჯილ ორწლიან პატიმრობას. მის შესახებ გადაღებულ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა ნავთობ-მაგნატმა, მიხეილ ხადარკოვსკიმ, პატიება უნდა ითხოვოს. გოგონების ტრიო პუტინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კრიტიკულად განწყობილი სიმღერის გამო გაასამართლეს. შეურაცხმყოფელი სიმღერა პუსი რაიოტის წევრებმა მოსკოვის უდიდეს კათედრალში ამა წლის თებერვალში შეასრულეს. დოკუმენტურ ფილმში პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ ახალი თაობის ოპოზიციონერმა ლიდერებმა გზა ”ნათელ, საინტერესო და მტკიცე ხალხს” უნდა დაუთმონ.
XS
SM
MD
LG