Accessibility links

სომხეთში ბრალი წაუყენეს ოპოზიციონერ კანონმდებელს


სომხეთის სამართალდამცავებმა ცნობილ ოპოზიციონერ კანონმდებელს ბრალი წაუყენეს ფულის გარეცხვაში, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიიჩნევენ კრიტიკულად განწყობილი პირები. ვართან ოსკანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში გამოიძახეს და ბრალად წაუყენეს მილიონოთხასი ათასი დოლარის გაფრანგვა. ეს თანხა ამერიკელმა ფილანტროპმა გადარიცხა ერევანში დაფუძნებულ მის ფონდ „სივილიტას ფაუნდეიშენში“, 2010 წლის ბოლოს. სომხეთის პარლამენტმა ოსაკანიანს დეპუტატის იმუნიტეტი გასულ კვირაში მოუხსნა. თვითონ დეპუტატი ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს 2013 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი „კეთილდღეობის პარტიისთვის“ ზიანის მიყენების მიზნით.
XS
SM
MD
LG