Accessibility links

logo-print

მიტ რომნიმ გააკრიტიკა ობამას საგარეო პოლიტიკა


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკურმა კანდიდატმა მიტ რომნიმ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარო პოლიტიკა. ქალაქ ლეკსინგტონის სამხედრო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უფრო აქტიურ პოლიტიკას გაატარებს ახლო აღმოსავლეთში, უმკაცრეს ზეწოლას მოახდენს ირანზე და დაეხმარება ბაშარ ალ ასდის წინააღმდეგ მებრძოლ სირიელ მეამბოხეებს. მიტ რომნიმ ისიც დასძინა, რომ შექმნის „ეფექტურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას“ და არ აპირებს რუსეთთან ამ საკითხში „მოქნილობის გამოჩენას.“ 16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების მეორე რაუნდი გაიმართება. პირველში, რომელიც ეკონომიკსი საკითხებს მიეძღვნა, დამკვირვებელთა თქმით რომნიმ დამაჯერებლად აჯობა ბარა ობამას.
XS
SM
MD
LG