Accessibility links

logo-print

დაღესტანში საჰაერო თავდასხმა მოაწყეს სავარაუდო ექსტრემისტების წინააღმდეგ


დაღესტნის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, უშიშროების ძალებმა საჰაერო იერიში მოაწყეს ექსტრემისტების ჯგუფზე მახაჩყალის მახლობლად. საჰაერო დარტყმა განხორციელდა მთიან რეგიონში შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ ანტიექსტრემისტული ოპერაციის მიმდინარეობისას. სამშაბათსვე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ექსტრემისტი მოკლეს დაღესტნის ხასავიურთის რაიონში. ორშაბათს სამი ექსტრემისტი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ დაღესტანში ორი ინციდენტის შედეგად. სავარაუდო ისლამისტ მებრძოლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას ყოველწლიურად ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
XS
SM
MD
LG