Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ფრანგ და ამერიკელ მეცნიერებს


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭათ ფრანგ და ამერიკელ მეცნიერებს, სერჟ აროშს და დევიდ ვაინლენდს კვანტური ოპტიკის კვლევაში მიღწევების გამო. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებით, ლაურეატებმა „კარი შეაღეს კვანტურ ფიზიკაში ექსპერიმენტირების ახალ ეპოქაში, კვანტურ ნაწილაკებზე პირდაპირ დაკვირვებით მათი დაზიანების გარეშე“. ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელება გუშინ დაიწყო მედიცინის დარგის წარმომადგენლებით - ბრიტანელი ჯონ გურდონით და იაპონელი სინია იამანაკათი. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. პრემია გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ნობელი.
XS
SM
MD
LG