Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა მინსტრებმა ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს მიმართეს


ევროკავშირის 5 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისევე დაასრულონ საარჩევნო პროცესი, როგორც დაიწყეს - ”გამჭვირვალე, დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფით და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით.“ Civil.ge-ს ცნობით, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს სექტემბერში სტუმრობდნენ, სააკაშვილს და ივანიშვილს ერთნაირი შინაარსის წერილები გაუგზავნეს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში და მისი შედეგები დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რათა უზრუნველყონ, რომ ახალმა პარლამენტმა მისი ფუნქციები ორგანიზებულად და კონსტრუქციულად შეასრულოს, დემოკრატიული და კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად. ”ღრმად გვჯერა, რომ დღეს ერთად მუშაობის დროა ეროვნული ერთობის და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ“, - ნათქვამია მინისტრების წერილში. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო კვლავ უერთგულებს მყარ გადაწყვეტილებას, დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ქვეყანას შემდგომ მხარდაჭერას დაპირდნენ.
XS
SM
MD
LG