Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრობის კანდიდატებმა დაიწყეს სამინისტროების ამჟამინდელი საქმიანობის გაცნობა


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” ლიდერის მიერ დასახელებულმა მინისტრობის კანდიდატებმა და კანდიდატების წარმომადგენლებმა დაიწყეს სამინისტროების ამჟამინდელი საქმიანობის გაცნობა. შესაბამის შეთანხმებას მოქმედი მთავრობის და კოალიციის სამუშაო ჯგუფების წევრებმა მიაღწიეს ხელისუფლების გადასაბარებლად მიმდინარე კონსულტაციისას. დღეს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი ვახტანგ კაპანაძე. დღესვე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილს შეხვდა მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე.
XS
SM
MD
LG