Accessibility links

logo-print

პაკისტანში დაჭრეს გოგონა, რომელმაც სახელი გაითქვა ბლოგების წერით


პაკისტანში დაჭრეს გოგონა, რომელმაც უცხოეთშიც გაითქვა სახელი თალიბანის სისასტიკეზე დღიურების წერით. გოგონა - მალალა იუსუფზაი - იმყოფებოდა სკოლის ავტომანქანაში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა. როგორც ჩვენს რადიოს უთხრა ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ესსა ხანხელმა, თავდასხმა მოეწყო ორშაბათს, როცა გოგონა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა სვატის რაიონის დედაქალაქ საიდუ შარიფში. დაიჭრა კიდევ ერთი მოსწავლე. ექიმის განცხადებით, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მალალა იუსაფზაის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თვის 2009 წელს დაწერილი ბლოგებისთვის, რომლებშიც ის ასახავდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე სვატის რეგიონის მოსახლეობის მძიმე ცხოვრებას.
XS
SM
MD
LG