Accessibility links

logo-print

ცხინვალი შეეცდება საქართველოს მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავიდ სანაკოევის განცხადებით, ცხინვალი შეეცდება მიაღწიოს იმას, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ სანაკოევმა განაცხადა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „ვითანამშრომლებთ თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან - ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარმართავენ ისინი თავიანთ პოლიტიკას. ჩვენ პირველ რიგში შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ ქვეყანასთან დავამყარებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რაც ყოველთვის გვქონდა მიზნად დასახული“, განაცხადა მოსკოვში ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგნელმა.
XS
SM
MD
LG