Accessibility links

logo-print

მოსკოვი არ აპირებს მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს საქართველოსთან მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე, რადგან მათი ბედი გადაწყვეტილია: „რაიმე სახის მოლაპარაკების გამართვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე - ჩვენ არ ვაპირებთ არც საქართველოსთან, არც სხვასთან, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი უკვე გადაწყდა მათი ხალხების მიერ, რომლებმაც დამოუკიდებლობა აირჩიეს. და რუსეთმა თავისი პოზიცია განსაზღვრა ამ დამოუკიდებლობის აღიარებით, რადგან 2008 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთი იყო დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი გზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ხალხების გადარჩენის უზრუნველსაყოფადაც კი,“ განაცხადა ლავროვმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით სანაკოევთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG