Accessibility links

რასმუსენი: ნატო თურქეთს დაიცავს საჭიროების შემთხვევაში


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, თურქეთს შეუძლია, ჰქონდეს ნატოელი მოკავშირეების სოლიდარობის იმედი. ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ნატოს შემუშავებული აქვს „ყველა საჭირო გეგმა თურქეთის დასაცავად, თუ ეს საჭირო გახდა“. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე. თურქეთის ჯარებმა უკვე რამდენჯერმე გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი სირიას, ამ ქვეყნიდან გასროლილი ჭურვების თურქეთის ტერიტორიაზე ჩავარდნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG