Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: საქართელოს დემოკრატიულ წინსვლას მეტი სჭირდება, ვიდრე მხოლოდ არჩევნები


აშშ მიესალმა საქართველოში ისტორიულ გარდაქმნას, მაგრამ აცხადებს, რომ მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ არჩევნები იმისთვის, რომ განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული მიმართულება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, თომას მელიამ განაცხადა ატლანტიკის საბჭოში, ვაშინგტონში მოქმედ კვლევით ინსტიტუტში. მელიამ თქვა, რომ რეფორმები დაეხმარება საქართველოს განვითარების გზაზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქებით მოიხსენია საქართველოს მოქმედი მთავრობა იმისთვის, რომ მან გაითვალისწინა აშშ-ის დელეგაციის რჩევები, უფრო კომპეტენტური და გამჭვირვალე ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი. მელიამ კონკრეტული სფერო დაასახელა და თქვა, რომ გარკვეულ საკითხებში მოთხოვნას ვაგრძელებდით, იქ სადაც ვთვლიდით, რომ უკეთ იყო მოქმედება საჭიროო. მელია საუბრობდა სარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის გატარების, ასევე საგანგებო ოფისის შესახებ, რომელიც იძიებდა საფინანსო კანონის დარღვევებს. თომას მელიამ, მისი სიტყვებით, გულწრფელად უთხრა დამსწრეთ: როცა გასულ თვეში საქართველოში ვიყავით, ვფიქრობდით, რომ არჩევნებისშემდგომ ღამით და მეორე დღეს, ძალადობის შესაძლებლობა რეალური იქნებოდაო. მან განაცხადა, არჩევნების ორივე მთავარ მონაწილესთან ერთად ბევრი დრო დავყვავით და ვცილობდით, გვესაუბრა მათთან, რომ უარი ეთქვათ აგრესიულ რიტორიკაზეო.
XS
SM
MD
LG