Accessibility links

logo-print

ნატოს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთზე


ბრიუსელში მეორე დღეა გრძელდება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. ისინი დღეს იმსჯელებენ ავღანეთზე, კერძოდ კი - ნატოს მიერ ავღანეთის პოლიციისა და არმიის წვრთნის ახალ მისიაზე, რომელიც 2014 წლის ბოლოსთვის დაიწყება, როცა ნატოს ყველა საბრძოლო შენაერთი დატოვებს ავღანეთს. გაეროს წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში იან კუბიშმა უარყო პროგნოზი, რომ ნატოს სამხედროების გასვლის შემდეგ ავღანეთს კოლაფსი ემუქრება და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მომავალშიც განაგრძობს ავღანეთისთვის დახმარების გაწევას.
XS
SM
MD
LG