Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება ერაყის პრემიერ-მინისტრს


დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის შეხვდება. მალიკი უკვე მესამე დღეა რუსეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. მოელიან, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე. რუსეთის მედია იუწყება, რომ რუსეთი თანახმაა ერაყს მიყიდოს 4,2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, საბრძოლო ვერტმფრენებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით. ”ინტერფაქსის” ცნობით, ორი მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ერაყის არმიისთვის რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ჯავშან-მანქანების მიყიდვის საკითხზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ შტატების მიერ ერაყისთვის გაწეული სამხედრო დახმარება იყო ”ძალიან ფართო და ღრმა”. ნულანდის თანახმად, ერაყისთვის მიყიდული შეიარაღების საერთო ღირებულება 12,3 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG