Accessibility links

logo-print

ევროკავშირის გამოყოფს 23 მილიონ ევროს დევნილებისა და აფხაზეთში მცხოვრებთა დასახმარებლად


ევროკავშირი გამოყოფს 23 მილიონ ევროს საქართველოში კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ახალი პროგრამის ძირითადი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების შესაძლებლობების განვითარება და აფხაზეთში მოსახლეობისათვის საბაზისო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. შესაბამის ხელშეკრულებას 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. 19 მილიონი ევრო გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმ პირობით რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლამდე განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: გრძელვადიანი დაბინავების უზრუნველყოფა; დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, უფრო გამჭვირვალე ინფორმაციის
უზრუნვეყოფის ჩათვლით. პროგრამაში დიდი ყურადღება მიექცევა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობასა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მიმღები ადგილობრივი მოსახლეობისათვის
შემოსავლის წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 4 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება რიგი პროექტებისათვის აფხაზეთში, რომლებიც მოიცავენ ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და საარსებო წყაროების შექმნა სოფლის მოსახლეობისათვის. ეს ორი პროგრამება დაემატება იმ 150 მილიონ ევროზე მეტ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა 2008
წლიდან მოყოლებული გამოყო ბოლოდროინდელი (და წარსული) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების შესამსუბუქებლად.
XS
SM
MD
LG