Accessibility links

logo-print

ფოთის პორტის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან


მესამე დღეა, საპროტესტო აქციას მარტავს IPM ტერმინალსის შტატგარეშე თანამშრომელთა ნაწილი. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, გაფიცულია 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე. რადიო ”ჰარმონიის” კორესპონდენტის ინფორმაციით, გაფიცულ თანამშრომლებს ტერმინალის ტერიტორიაზე შესასვლელი საშვი გუშინ დაბლოკილი დახვდათ. ისინი ამ ფაქტს ადმინისტრაციის მხრიდან უფლებების დარღვევად აფასებენ. მუშების ძრითადი მოთხოვნა, ხელშეკრულების გაფორმება და ფიქსირებული ხელფასის აღებაა. ისინი მოითხოვენ აგრეთვე ყველა იმ პრივილეგიასა და შეღავათს, რომლითაც პორტის შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ. მუშები მედიის წარმომადგენლებთან თანდასწრებით ხელძღვანელობასთან შეხვედრასაც მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG