Accessibility links

logo-print

პაკისტანში საპროტესტო აქცია მოჰყვა აქტივისტი გოგონას დაჭრას


100-ზე მეტი ადამიანმა გააპროტესტა თალიბანის მიერ 14 წლის აქტივისტზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. პაკისტანის „მშვიდობის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა ფეშავარში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც მალალა იუსაფზაის მკურნალობენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს ახალგაზრდა აქტივისტსა და ბლოგერზე მომხდარი თავდასხმა. ამასთან როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს მალალა იუსაფზაის ექიმებმა, ისინი ყურადღებით აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა. თალიბანის წევრის თავდასხმის შედეგად დაჭრილ გოგონას ქირურგებმა ტყვია ყელიდან ამოუღეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG