Accessibility links

აშშ-ის სავარაუდო უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში 5 კაცი იმსხვერპლა


გავრცელებული ინფორმაციით ხუთი კაცის დაღუპვა მოჰყვა აშშ-ის სავარაუდო უპილოტო საფრენის აპარატიდან განხორციელებულ საავიაციო იერიშს ავღანეთის საზღვართან მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანის ტერიტორიაზე. პაკისტანის პოლიციის თქმით საავიაციო იერიში ოთხშაბათს ჩრდილოეთ ვაზირისტანის ქალაქ მირ ალში მდებარე ერთ-ერთ სახლზე განხორციელდა. ამ არეალში თალიბანისა და ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი სხვადასხვა დაჯგუფებები მოქმედებენ. უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო იერიშები ძალიან არაპოპულარულია პაკისტანის ანტი-დასავლურ და რელიგიური პოლიტიკური ძალების ლიდერთა შორის. თუმცა, აშშ-ის სამხედრო სარდლობა დარწმუნებულია, რომ საავიაციო იერიშები ეფექტური საშუალებაა ანტი-ამერიკული ექსტრემისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG