Accessibility links

logo-print

თინა ბურჯალიანი: ზურაბ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება


საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ”ქართული ოცნებიდან”, თეა წულუკიანს აცნობა ადეიშვილის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა. სამინისტროში გაცნობითი შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაში გაემგზავრა, თინა ბურჯალიანისგან კი დღეს მოისმინა, რომ მინისტრი დამსახურებულ შვებულებაშია, თუმცა უცნობია, როდის დაბრუნდება. ”მე ნამდვილად არ მევალება დავინტერესდე, თუ სად იმყოფება კერძო პირი შვებულებაში" - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ამასთან, სააგენტო ინტერპრესნიუსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ ადეიშვილი ოჯახთან ერთად ქალაქ ფრანკფურტში შენიშნეს.
XS
SM
MD
LG