Accessibility links

პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი


პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. თამაზაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გლდანის საპატიმროსთან შეკრებილ ჟურნალისტებს თამაზ თამაზაშვილმა განუცხადა, რომ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღშფოთებულია წინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიით ნაჩვენები ვიდეორგოლებით, რომელთა თანახმად, მას თითქოს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან. პატიმრობიდან თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლების საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომელიც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 9 ოქტომბერს დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმებით, თამაზაშვილს სასჯელი შეუმცირდა ერთ წლამდე, რომელიც უკვე მოხდილი აქვს. ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, თამაზ თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალდებას არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG