Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ განმარტება გაავრცელა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნის თაობაზე


თბილისში უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნის თაობაზე მერის, გიგი უგულავას ახალი ბრძანების გამო დღეს განმარტება გაავრცელა დედაქალაქის მერიამ. მისი იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იქმნება სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების, მათ შორის ბაღების და სკვერების დაცვას. აბესაძის მტკიცებით, ახალი სამსახური მერიას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას ობიქტები და დაზოგოს თანხა, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა. ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ახალი სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ და არ დაიცავენ გიგი უგულავას, რომლის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს. აბესაძის განცხადებითვე, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG